 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კაპიტოლიუმის შენობასთან საპრეზიდენტო ფიცი დადო.
მანამდე ფიცი დადო, ამერიკის პირველმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა.
„მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ პატიოსნად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ, შევინახავ და მფარველობას გავუწევ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“.- განაცხადა ბაიდენმა.
ინაუგურაციას ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი ესწრებოდნენ. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიცის დადების ცერემონიას არ დასწრებია.
კორონავირუსის პანდემიის გამო ცერემონიალი განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            