რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე?- მესამე სექტორის განცხადება

22 იანვარი 2021, 11:46 1015 ნახვა

„რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა. ასობით ადამიანი დაშავდა ან გარდაიცვალა ომის დროს, რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვისა და სროლების შედეგად“.- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვრცელ განცხადებაში საუბრობს. ასევე ხშირი იყო მოქალაქეთა უკანონოდ დაკავება და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა. ათასობით მოქალაქის ქონება გაიძარცვა და განადგურდა, შედეგად მოქალაქეებმა დაკარგეს  წვდომა საკუთრებაზე.  ამასთან, 300 000 ადამიანზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია რუსეთის მიერ დარღვეულ მუხლებსა და იმ არგუმენტებზე, რითაც  2008  წლის აგვისტოს ომის საქმეზე ევროპულმა  სასამართლომ იხელმძღვანელა. განცხადების მიხედვით, საია  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 350-ზე მეტ ადამიანს იცავს. საიას ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელთა განხილვა მათივე ინფორმაციით, სასამართლოში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში