ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გუშინ ბაღდადის ერთ-ერთ აგრარულ ბაზარში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედა, როცა პოლიციისგან გაქცევას ცდილობდა. თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 110 დაშავდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            