ირაკლი ფანგანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

26 იანვარი 2021, 11:48 155 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე  დაკავებული ირაკლი ფანგანის პროცესი იწყება.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე გადაწყვეტს რა თანხის გადახდა მოუწევს ბრალდებულს, რომელმაც პროტესტის გამოსახატად ის ფორმა გამოიყენა, რაც მოქალაქეების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

მას პროკურატურამ ბრალად ძალადობით დევნა წაუყენა, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ჯარიმას, შინაპატიმრობას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების მოთხოვნით მიმართა. ცნობისთვის, ფანგანი ბრალდების წარდგენიდან, გუშინ, მალევე გათავისუფლდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში