აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

01 თებერვალი 2021, 10:52 778 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 59 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე რეგიონში covid-19 34 752 მოქალაქემ დაამარცხა.  კლინიკა დატოვა 19-მა პაციენტმა.

ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 ადამიანი.  რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 209 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 94, ხოლო ონლაინ კლინიკაში 226 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში