სკრინინგი სისხლში ტყვიის შემცველობაზე

11 თებერვალი 2021, 15:45 807 ნახვა

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში ტყვიაზე  სკრინინგი დაიწყო. აჭარაში რეგისტრირებულ ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ  ქალებს შესაბამისი გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ. პროტოკოლი  ასევე ითვალისწინებს მკურნალობის კურსის დანიშვნას. ცნობისთვის, გასულ წელს ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა  , რომ აჭარაში ორსული ქალების 75% პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობა ნორმაზე საკმაოდ მაღალი იყო. მედიკოსების თქმით, ქცევითი აშლილობა, წონაში კლება, გემოს შეცვლა, ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რაც სისხლში ტყვიის შემცველობაზე მიუთითებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში