მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს

15 თებერვალი 2021, 18:05 842 ნახვა

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნის. საკითხზე მსჯელობა ხვალ იწყება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" მისი დაჭერისა და ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების საშუალება არ აქვს.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში ისინი სამოქმედო გეგმას რადიკალურად შეცვლიან.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში