ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი 16 საათზე გაიმართება

17 თებერვალი 2021, 15:08 800 ნახვა

შეეფარდება, თუ არა ნიკა მელიას პატიმრობა? - 1 საათში დაიწყება სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. მხარეები გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებენ. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. უწყება მის მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ნიკა მელია მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და სასამართლოში მისვლას არ აპირებს. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში