მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 111 მილიონს გადააჭარბა

20 თებერვალი 2021, 12:25 254 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 111 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა Worldometter​ აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 463 661 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 86 მილიონს აღემატება.

ამ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში