როდის დაიწყება ვაქცინაცია

02 მარტი 2021, 20:11 1079 ნახვა

როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც ჯანმოსა და COVAX შორის გაიმართა. ახსენეს საქართველო, თუმცა ასევე ითქვა, რომ რიგში ვაქცინის მისაღებად ბევრი ქვეყანაა,თუმცა კოვაქსის მიზანია სახელმწიფოებს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი დროულად მიეწოდოს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ცნობილია, რომ კვირის ბოლომდე ვაქცინას 15 ქვეყანა მიიღებს, რომლებზეც 11 მილიონი დოზა გადანაწილდება.

COVAX -მა ქვეყნებს მათთვის განკუთვნილი ვაქცინა მარტის ბოლომდე უნდა მიაწოდოს, მათ შორის საქართველოსაც, არ არის გამორიცხული ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინა საქართველოში ერთდროულად შემოვიდეს. ვაქცინის დაგვიანების თემა ქვეყანაში პოლიტიკურ საკითხად იქცა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში