ას წელს მიახლოებულმა პრინცმა გულის ოპერაცია გაიკეთა

04 მარტი 2021, 15:46 185 ნახვა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის მეუღლემ 99 წლის პრინცმა ფილიპმა გულზე ოპერაცია წარმატებით გადაიტანა. ამის შესახებ ბრიტანული მედია ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით იუწყება.  პრინცი რამდენიმე დღით წმინდა ბართლომეს საავადმყოფოში მკურნალობის, დასვენებისა და რეაბილიტაციის მიზნით დარჩება.   სამეფო ოჯახის წევრი საავადმყოფოში უკვე ორ კვირაზე მეტია იმყოფება. ეს ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, რომელიც პრინცს საავადყოფოში ოდესმე გაუტარებია. ელიზაბეტ მეორის მეუღლეს  10 ივნისს 100 წელი შეუსრულდება.  სამეფო წყვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იანვრის ბოლოს მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში