ის სიტუაცია რაც დღეს საქართველოშია არ ეხმარება ქვეყნის წინსვლას, ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე - ჟოზეფ ბორელი

16 მარტი 2021, 18:10 909 ნახვა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისა და ამ გაერთიანებით გამოწვეული შედეგების გაანალიზებისკენ მოუწოდებს.

​ჟოზეფ ბორელმა დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის სიტუაცია რაც დღეს საქართველოშია არ ეხმარება და არ ადგება ქვეყნის წინსვლას და დემოკრატიულ გეზს.

მისივე განცხადებით, ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე.

"ევროკავშირის პოზიცია არის, ის რომ პოლიტიკური პარტიები დადგნენ ერთ პოზიციაზე და დაძლიონ, გადალახონ ის გამოწვევები რაც დღეს-დღეობით საქართველოშია. ამ ეტაპზე ქვეყანა ებრძვის კორონავირუსის პანდემიას, მაგრამ ამის შემდგომ მათ უნდა მიხედონ სხვადასხვა პრობლემებს  და ამ პრობლემებში ვგულისხმობ იმ რეფორმებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს საქართველოში.

ასევე მინდა აღვნიშნო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის აქ ყოფნა ჩვენთან ერთად. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, მოძებნონ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ის სიტუაცია რაც დღეს საქართველოშია არ ეხმარება და არ ადგება ქვეყნის წინსვლას და დემოკრატიულ გეზს. მნიშვნელოვანია არსებობდეს პოლიტიკური პლურალიზმი, ყველა პარტია და პოლიტიკური აქტორი უნდა გაერთიანდნენ და უნდა გაანალიზონ რაოდენ დიდი შედეგები შეიძლება მოგვცეს  თანამშრომლობამ. მე საუბარი მაქვს დადებით შედეგებზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა წავიდეს კომპრომისზე. ევროკავშირს აქვს დიდი როლი პოლიტიკური დიალოგის ფასილიტირების მიმართულებით და ჩვენ გადავედით ახლა ფასილიტაციის პროცესიდან მედაიციის პროცესზე.

შარლ მიშელი იმყოფებოდა თბილისში მარტში, დღეს გაიმართა ფორმალური შეხვედრა და ჩვენ ვისაუბრეთ მედიაციის თემაზე აქტიურად" - განაცხადა პრესკონფერენციაზე ჟოზეფ ბორელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში