ვაშლიჯვრის მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს

21 მარტი 2021, 20:25 679 ნახვა

ვაშლიჯვარში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას და დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის ჩამოყალიბებას ითხოვს. 

ამის შესახებ დღეს პეტიცია და განცხადება გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯგუფში უნდა გაწევრიანდნენ ქართველი და საერთაშორისო დამოუკიდებელი გეოლოგები და ასევე ვაშლიჯვრის მოსახლეობის წარმომადგენლები. მთავარი მიზანია, რომ ლისის ქედის დეტალური გამოკვლევა მოხდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში