საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

30 მარტი 2021, 10:51 917 ნახვა

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 298 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით  8 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 57, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,19 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,69 პროცენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 361, პისიარ ტესტით – 7 390.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში