საქართველოში კორონავირუსის „ბრიტანული შტამის“ 70-ზე მეტი შემთხვევაა - პაატა იმნაძე

01 აპრილი 2021, 18:03 831 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, განცხადებით ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის „ბრიტანული შტამის“ 70-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

პაატა იმნაძის განმარტებით, „ბრიტანული შტამის" გარკვეული ნაწილი კლასტერები იყო. მათ შორის ერთი საკმაოდ დიდი 19 ადამიანის კლასტერი.

მისივე თქმით, საქართველოში ჯერ „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური შტამი“ არ გამოვლენილა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში