„მთის მდგრადი განვითარების სწავლება“- ალგეთის ეროვნულ პარკში, საერთაშორისო სეზონური სკოლა-ბანაკი გაიხსნა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით გახსნილი სკოლა-ბანაკის მიზანს გარემოსდაცვით პროექტებში ახალგაზრდების ჩართვა, მათი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება წარმოადგენს.
სეზონური სკოლა აერთიანებს სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. პროექტში მონაწილეობას, პირველ ეტაპზე, 30 სტუდენტი მიიღებს.