ქუთაისში, აფხაზეთიდან დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია მიმდინარეობს. გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად დაესწრო. დევნილ ბენეფიციარებს თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმები სხვადასხვა კვლევები უტარდებათ, ასევე დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცემათ.