საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობას მიიღებს

19 აპრილი 2021, 12:34 1114 ნახვა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიხსნება. ქართული წარმომადგენლობის მთავარი გზავნილი ოკუპაციას ეხება. ევროპის საბჭოში საქართველო კიდევ ერთხელ მოითხოვს მხარდაჭერას და რუსეთის მისამართით დავალებას, რომ ოკუპანტმა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მომავალ ვიზიტში მონაწილეობას მიიღებს ოპოზიციის წარმომადგენელიც. ევროპის საბჭოში მეათე მოწვევის პარლამენტის ეს უკვე მეორე გამოსვლა იქნება. სესიაზე მთავარი თემები გლობალური პანდემია, ვაქცინაცია, ევროპის საბჭოს სტრატეგიული პრიორიტეტები და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი