დააკავეს მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა - შსს

23 აპრილი 2021, 10:31 840 ნახვა

თბილისში დააკავეს ბიძა, რომელიც არასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნას და წვრილმანი ნივთების გაყიდვას აიძულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში ტრეფიკინგის ბრალდებით აიყვანეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს. მამაკაცი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, ბავშვებს შეგროვილი თანხის მისთვის გადაცემას აიძულებდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი არასრულწლოვნებს ფიზიკურად უსწორდებოდა.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში