კოვიდ-რეგულაციების აღსრულების კონტროლი

02 მაისი 2021, 12:36 811 ნახვა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა.პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 24 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც ე.წ კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდნენ. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 697 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში