პრობლემები ვაქცინაციის პროცესში

13 მაისი 2021, 15:24 885 ნახვა

სინოფარმის ვაქცინის 100 ათასივე დოზა დაჯავშნილია, მათგან  ნაწილით უკვე აიცრნენ მოქალაქეები, ან დაჯავშნილი აქვთ, ისევე როგორც ასტრაზენეკას ვაქცინა. ამოწურულია ფაიზერის ვაქცინა. ეს არის ჯერ-ჯერობით  იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომლებითაც  მიმდინარეობდა იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში. მაშინ, როცა ვაქცინაციის   მსურველთა რაოდენობა იზრდება, საინტერესოა არის თუ არა  პრეპარატის მარაგი ქვეყანაში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ  ქვეყანა „სინოფარმის“ დამატებით 250 ათას დოზას ივნისში მიიღებს. რა ბედი ელის სინოვაკის ვაქცინას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შემოიტანეს საქართველოში.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში