დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

16 მაისი 2021, 12:25 1094 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დღეს ოფიციალური ვიზიტით კიევში მიემგზავრება, სადაც ორმხრივი შეხვედრები გაიმართება უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

კიევში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს  საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში სადაც განხილული იქნება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში