დაპირისპირება დმანისში

17 მაისი 2021, 17:56 1029 ნახვა

დმანისში, სადაც მთელი დღის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ცოტა ხნის წინ, კვლავ ფიზიკური დაპირისპირება იყო. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ქალაქის ცენტრისკენ შესვლას ცდილობდა, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევდნენ. არსებული ცნობით, ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დაშავდა. ქალაქიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით პოლიციას სამანქანო გზა აქვს გადაკეტილი - გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოქმედებს. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია იმ მოტივით, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში არ მოხდეს არაადგილობრივების შესვლა, რომლებმაც შესაძლოა სიტუაცია ისევ დაძაბონ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში