ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა. მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსაც.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე