კარლ ჰარცელი ვიზიტით აჭარაში იმყოფება

19 მაისი 2021, 17:32 778 ნახვა

კარლ ჰარცელი ვიზიტით აჭარაში იმყოფება.

იგი დღეს უმაღლეს საბჭოში შეხვედრას გამართავს, მანამდე კი კომენტარი გააკეთა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, შარლ მიშელის მიერ შედგენილ დოკუმენტზე შეთანხმებასთან დაკავშირებით.

"ეს არის ფართო პერსპექტივა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებისა, ეს არის ის მოლოდინები, რომელიც 19 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ განვითარდა.  რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის?! ეს იყო ძალიან კარგი შეჯამება, თუ რა მოლოდინები აქვს ევროკავშირს და ის, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის და ის, რომ ჩვენი პარტნიორობა ღრმავდება. ამ შეთანხმების აუდიტორია არის არამარტო საქართველო, არამედ ფართო საერთაშორისო საზოგადოება'' - განაცხადა კარლ ჰერცელმა

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი