„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, პარლამენტში შესვლა-არშესვლა მათთვის თანაბრად პრობლემურია - პრემიერი

24 მაისი 2021, 11:42 955 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად ჩაიგდო თავი ჩიხურ მდგომარეობაში.

პრემიერი ამბობს, რომ ისინი დილემის წინაშე არიან და მათთვის პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც თანაბრად პრობლემურია. 

„ნამდვილად აღარ მინდა ამ რადიკალურ ჯგუფზე, „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა, შემდეგ აღმოჩნდა ისე, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროკავშირის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტს. მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში, დილემის წინაშე არიან. მათი პარლამენტში შესვლაც და არშესვლაც მათთვის თანაბრად პრობლემურია. თავად ჩაიგდეს თავი ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში