ქობულეთში, სოფელ ზენითის საჯარო სკოლა კორონავირუსის გამო დროებით დაიხურა

26 მაისი 2021, 13:43 1198 ნახვა

კორონავირუსის გამო, სოფელ ზენითის საჯარო სკოლა 1 ივნისამდე დაიხურა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

როგორც ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მადონა გოგოტიძე ამბობს, სკოლაში ვირუსი ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის გამო, საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მიიღო გადაწყვეტილება სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადასულიყო.

სკოლის დირექტორის განცხადებით, პედაგოგთან კონტაქტში მყოფ პირებს პირველადი ტესტირებისას უარყოფითი პასუხები მოუვიდათ,  განმეორებითი ტესტირება კი 31 მაისს ჩატარდება.

კორონავირუსის გამო დაიხურა ქობულეთის N5 საბავშო ბაღის ერთი ჯგუფიც. აქ ვირუსი ერთ-ერთ აღსაზრდელს დაუდასტურდა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში