მეათე საუკუნის მარანი მშველელს ელოდება

02 ივნისი 2021, 19:51 1208 ნახვა

მაჭახლის ხეობაში, მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებით დათარიღებული მარანი ინგრევა. ისტორიული ძეგლი კერძო პირის საკუთრებაში მდებარეობს. ოჯახი მეღვინეობით არის დაკავებული და ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ. მალაყმაძეების თქმით, მარანს რესტავრაცია ესაჭიროება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გასულ წელს რამდენიმე ადამიანი იყო მისული, რომლებმაც ისტორიული ძეგლი დაასურათეს. რას გეგმავს სააგენტო მსგავსი ძეგლების შესანარჩუნებლად ემზარ დიასამიძე მოგიყვებათ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში