შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა

11 აგვისტო 2025, 12:01 121 ნახვა

შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა. ეს ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო რუსეთ-საქართველოს ომში. 2008 წლის 11 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ რუსულ ბატალიონთან. ბრძოლა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

ქართველმა ჯარისკაცებმა რუსებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. ამ დღეს ბრძოლაში ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპული გმირების ხსოვნას დღეს ოჯახის წევრებმა, რიგითმა მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა მიაგეს პატივი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი