ხანძარი ბათუმში. მარკოზ აჭარელის ქუჩა მე-3 შესახვევში 2 სართულიანი კერძო სახლი დაიწვა, დაახლოებით 160 კვ.მ ფართობის ტერიტორია.
ხანძრის დროს სახლში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი მე-2 სართულიდან გადახტა, რომელიც დაშავდა და კლინიკაშია მოთავსებული, სავარაუდოდ მად მოტეხილი აქვს ქვედა კიდურები.
ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური და საპატრულო პოლიცია.