მივმართავთ შსს-ს გაასაჯაროოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები - საპატრიარქო

03 ივნისი 2021, 16:42 826 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები. 

''სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას'' - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში  სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა. 

ნინო ლომჯარიამ მასალები გენერალური პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

ომბუდსმენის განმარტებით, გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა,  რომ ‪2016-21 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სავარაუდო ძალადობის 3 და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში