პრემიერის შეხვედრა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან

05 ივნისი 2021, 15:20 778 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, ჯეიმს ჯონს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში არსებულ ვითარებაზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა  ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ეტაპობრივად აგრძელებს შეზღუდვების შემსუბუქებას, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. ხაზი გაესვა პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში