საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს

31 ოქტომბერი 2025, 11:24 153 ნახვა

გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე, 2026-2035 წლების ჩათვლით გვინდა, რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება ძალიან კონკრეტული მიზნები და ამოცანები, მათი განხორციელებისა და შესრულების ვადები.

„მეტი დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულებაც და ის გამოქვეყნდება. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. აქედანვე დასაწყებია ამ დოკუმენტზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე