ფოთში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

09 ივნისი 2021, 20:21 1292 ნახვა

ფოთში, მალთაყვას სანაპიროსთან მაშველები ზღვაში მამაკაცს ეძებენ.

შემთხვევის ადგილას სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი დინებამ გაიტაცა.

ამ წუთებში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში