ერევანი-თბილისი-ბათუმის რეისით საქართველოში პირველი მგზავრები ჩამოვიდნენ 

16 ივნისი 2021, 10:52 946 ნახვა

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, პირველმა მატარებელმა ერევანი-თბილისი-ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრები შემოიყვანა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა 15 ივნისიდან აღდგა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დროის მაქსიმალური დაზოგვისა და მომსახურების გამარტივებისთვის, სარკინიგზო გზით  შემოსული მგზავრებისა და მათი ბარგის საბაჟო კონტროლის პროცედურა მატარებლის თბილისამდე მოძრაობის დროს განხორციელდება. 

პირველი ივნისიდან ტურისტებისთვის საქართველოს სახმელეთო საზღვარი გაიხსნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში