ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბონდო თედორაძის საქმის განხილვა დაიწყო

25 ივნისი 2021, 11:52 864 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის'' წევრის ბონდო თედორაძის საქმის განხილვა დაიწყო.

გამოძიება მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავება.

ბონდო თედორაძე წარდგენილ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის უსაფუძვლოა, რადგან აღნიშნულის მტკიცებულება არ არსებობს, მისივე თქმით ოქმი, რომელიც მეორე დღეს შედგა უკანონოა.

ბონდო თედორაძემ მოსამართლე ირმა ტოგონიძეს სიტყვით გამოსვლისას სთხოვა,  რომ ბრალდების მხარემ წარუდგინოს თუნდაც ერთი მტკიცებულება, იქნება ეს ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი, სადაც ის ლანძღვა-გინებით და შეურაცმყოფელი სიტყვებით ან და საქციელით საზოგადოებას ზიანს აყენებს, ამ შემთხვევაში ის დაემორჩილება ნებისმიერ გადაწყვეტილებას და განაჩენს.

საქმე 166 და 173 მუხლით არის აღძრული, რაც ადმინისტრაციულ ჯარიმას 2 ათასი ლარს ან 15 დღით პატიმრობას ითვალისწინებს.

20 ივნისს აჭარის მთავრობის სახლთან ძმები წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები აქციას მართავდნენ.

აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო სულ 7 პირი დააკავეს, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი