აცრის პროცესი ტემპს იკრებს

26 ივლისი 2021, 19:45 1187 ნახვა

კოვიდ სტატისტიკა და კლინიკებში არსებული მდგომარეობა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება. საავადმყოფოებში არსებული საწოლების რაოდენობა მცირდება, ჯანდაცვის უწყება კი დამატებითი ადგილების მობილიზებას იწყებს, რათა საჭიროებების შემთხვევაში ინფიცირებულებს დროული ჰოსპიტალიზაცია გაეწიოს.

ცნობილია, რომ მკაცრი შეზღუდვები ეპიდემიის მე-4 ტალღის დროს ჯერჯერობით არ დაწესდება,რადგან ქვეყანა ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს.

ვითარებიდან ერთადერთ გამოსასვლელად კი მთავრობა მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს. დღევანდელი დილის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით არც ისე მაღალი იყო 1264,თუმცა სტატისტიკურად შაბათ-კვირის შემდეგ ორშაბათს ციფრები ყოველთვის დაბალია.

წინა დღეებში არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე კი ვირუსს კიდევ 26 ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია გრძელდება ჯანდაცვის სამინისტროს დილიდან მოლოდინი ჰქონდა, რომ მხოლოდ დღეს, მხოლოდ "ფაიზერის" აცრას 8 ათასამდე ადამიანი გაიკეთებდა. 

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში