ჟიგიმანტას პავილიონისი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდა

29 ივლისი 2021, 14:45 919 ნახვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აღშფოთებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო.

ამბობს, რომ ხელისუფლებამ გადაუხვია ატლანტიკურ მისწრაფებებს და მოუწოდებს მმართველ გუნდს დაუბრუნდნენ 19 აპრილის შეთანხმებას, ასევე თქვა, რომ პერსონალურ სანქციებზე შესაძლოა იმსჯელოს ბრიუსელმა და ვაშინგტონმა.

იმ შემთხვევაში კი, თუ ხელისუფლებას სურს დასავლეთის ნაწილი გახდეს, უნდა გაითვალისწინონ ევროპისა და  ამერიკის კონსულტაციები.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში