''ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი იქნება

30 ივლისი 2021, 17:12 1784 ნახვა

''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატები ცნობილია. ბათუმის მერობისთვის არჩილ ჩიქოვანი იბრძოლებს, რომელიც ამ ეტაპზე მერის მოვალეობას ასრულებს. 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად არჩილ ჩიქოვანი 2020 წლის 16 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი  ის აჭარის მთავრობის  აპატარს ხელმძღვანელობდა.

ქობულეთში კანდიდატად ლევან ზოიძე დასახელდა, ხელვაჩაურში ზაზა დიასამიძე, ქედაში როლანდ ბერიძე, შუახევში ასევე მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ხოლო ხულოში მოქმედი მერი ვახტანგ ბერიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში