ქობულეთში ქარბორბალამ სახლებს სახურავი ახადა და ხეები წააქცია

03 სექტემბერი 2021, 14:52 3326 ნახვა

ქობულეთში ქარბორბალა იყო. არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლს სახურავი დაუზიანა.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი აღმაშენებლის ქუჩის გარკვეული მონაკვეთი. ქარბორბალამ დააზიანა ელექტროსადენები და ხეები წააქცია, რამაც გზის სავალი ნაწილი ჩახერგა.

ქობულეთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რამდენიმე შეტყობინებაა სახლის სახურავის დაზიანების შესახებ.

ქობულეთის მერის განცხადებით, უწყებაში დღეს სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით სულ 40-მდე შეტყობინება შევიდა, მათ შორის წყალმოვარდენის, მეწყრული პროცესების და ქარბორბალას შედეგად სახლების დაზიანების თაობაზე.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში