ვაქცინაციის საბჭოს სხდომა

08 სექტემბერი 2021, 15:00 830 ნახვა

საქართველოში კოვიდ ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაციის მსურველთა რიცხვმა ბოლო დღეებში საგრძნობლად იკლო. ასევე დაბალია აქტივობა 60 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებში.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში მათ ჩასართავად  სხვადასხვა აქტივობა გატარდება. მისი თქმით, მათ შორის, იმსჯელებენ ფინანსურ წამახალისებელ ღონისძიებებზეც.

ასევე ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეების 67% კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, ჰოსპიტლებში ხვდება. მისი თქმით, მაღალია ლეტალობის მაჩვენებელიც და ის 15%-ს აღემატება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ  მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე ასაკის იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომელთაც რაიმე თანმხლები დაავადება აქვთ.

საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მყარ პოზიციას ელოდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში