22 სექტემბერს, 10:30 საათიდან 17:30 საათამდე სენაკი-ფოთი-სარფის მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდება

22 სექტემბერი 2021, 10:43 1273 ნახვა

22 სექტემბერს, 10:30 საათიდან 17:30 საათამდე სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.  ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-2) სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ97-ე კილომეტრზე, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დააზიანა მდ. ყოროლისწყალზე არსებული დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელის საყრდენი შუა ბურჯი და სპეციალისტების მიერ საჭიროა აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში