ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ნიკა მელიამ შეიძლება, გაიგოს როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის - კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 20:46 786 ნახვა

შეფასება იყო საჭირო და ეს შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩის განცხადება მეტისმეტად რბილი იყო.

"ნიკანორ მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფისსაც, იმიტომ რომ ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში. როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს მთავარი ოპოზიციური პარტიის ფორმალური თავმჯდომარე, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს ძალიან მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ. შეფასება იყო საჭირო და ეს შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო. ასეთი შეფასება არ არის სახეზე ამ შემთხვევაში. სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება გახდეს ერთგვარი „მწვანე შუქი“ ნიკანორ მელიასთვის, რომ მან დამატებით ახალი პროვოკაციები მოაწყოს. ბუნებრივია, ეს არის ძალიან ცუდი. საჭიროა მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ. განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი ნიკანორ მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს, როგორც „მწვანე შუქი“ შემდგომი პროვოკაციებისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში