ხმაური და დაპირისპირება ბათუმის N56 -ე საარჩევნო უბანზე

01 ოქტომბერი 2021, 17:50 1199 ნახვა

ბათუმის # 56 საარჩევნო უბანზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. აღნიშნულის მიზეზად კომისიის წევრები დაულუქავ ბიულეტენებს ასახელებენ.

განმარტავენ, რომ მონიტორინგის შედეგად აღმოაჩინეს, რომ უბანზე ყველა ბიულეტენი გახსნილი იყო.

მათივე ვარაუდით, აღნიშნული არჩევნების გაყალბებას და ამომრჩევლის ხმების მიტაცებას ემსახურება.

ადგილზე იმყოფებოდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა, რომ მან ბიულეტენები დალუქული ჩაიბარა, თუმცა დღის მეორე ნახევარში აღმოაჩინა, რომ ისინი გახსნილი იყო. აღნიშნულის მიზეზს კი ვერ აკონკრეტებს. მისივე ვარაუდით, ეს გამოუცდელობის ბრალია.

ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის საოლქო კომისიის წარმომადგენელი, რომელმაც დალუქული ბიულეტენების გადანაწილებას ხელი თავად მოაწერა. 

 საკითხს ამ ეტაპზე სწავლობენ და დამატებითი კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში