სწავლა ხვალ საკლასო ოთახებში განახლდება 

03 ოქტომბერი 2021, 16:19 999 ნახვა

ხვალ  საქართველოში ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი სასკოლო გარემოში იწყება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სკოლები აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით, რაც პანდემიის მართვისთვის არის აუცილებელი. ასევე დასუფთავდა და დეზინფექცია ჩაუტარდა იმ სკოლებს, სადა 2 ოქტომბერს საარჩევნო უბანი იყო განთავსებული.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს, ასევე მასწავლებლებს ადმინისტრაციას მოუწოდებს დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რათა მომავალში უსაფრთხოდ გაგრძელდეს სწავლა ბუნებრივ გარემოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში