კორონავირუსის გამო, სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ერთი შენობა დროებით დაიხურა

15 ოქტომბერი 2021, 14:39 1498 ნახვა

კორონავირუსის გამო, სოფელ დაგვას  საჯარო სკოლის ერთი შენობა დროებით დაიხურა. სკოლის დირექტორის განცხადებით, კოვიდი 6 სხვადასხვა კლასში დაფიქსირდა, ინფიცირებულია ერთი პედაგოგიც. დაგვას სრულწლედის სკოლის შენობაში, 190 მოსწავლე ირიცხება, სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მიიღო გადაწყვეტილება სკოლა დროებით დაიხუროს.

აღნიშნულის გამო, სკოლის ერთი შენობა დღეს დაიხურა, დანარჩენი შენობები კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ სასწავლო პროცესს. ამ დროისთვის სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორის, მადონა გოგიტიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 11 საჯარო სკოლის 33 კლასია გადასული დისტანციური სწავლების რეჟიმზე.

მისივე განმარტებით, კორონავირუსი, როგორც ქალაქის, ისე სოფლის სხვადასხვა სკოლებშიც დაფიქსირდა, სადაც ინფიცირების წყარო ძირითადად ოჯახური კლასტერებია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში