რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შემდგომ არსებულ სიტუაციას სახალხო დამცველი გაეცნობა

15 ოქტომბერი 2021, 15:16 240 ნახვა

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შემდგომ სიტუაციის გასაცნობად სახალხო დამცველი მივიდა.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, ის გაესაუბრება პატიმრებს და მათგან მიიღებს ინფორმაციას მომხდარის შესახებ.

"ჩვენ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, მაგრამ გავეცნობით ვითარებას და გავესაუბრებით პატიმრებს. არის ორი გარდაცვლილი, რომლებიც როგორც ვიცი გუშინ სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში, მეტი ინფორმაცია არ მაქვს. გადავამოწმებ იმასაც, არიან თუ არა დაშავებულები"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში