ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

20 ოქტომბერი 2021, 17:04 656 ნახვა

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს - ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიას და ლევან რაჯაევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია სასამართლო სხდომის დარბაზიდან გააძევეს. მან საქმის პროკურორს შეურაცხყოფა მიაყენა.

სხდომაზე პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, ადვოკატები კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს. ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი. ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკულო საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში