ბოსტნეული 43%-ით, ზეთი 31.6%-ით, პური კი 19.4%-ით გაძვირდა - საქსტატი

03 ნოემბერი 2021, 14:02 1437 ნახვა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბრის თვის წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში 18.4 პროცენტით გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73 პროცენტული პუნქტით აისახა.

რაც შეეხება პურის ფასს, საქართველოში პურპროდუქტების ფასი საშუალოდ 10-15 თეთრით გაიზარდა.

ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე:

. ბოსტნეული და ბაღჩეული  - 43%-იანი ზრდა;

 

. ზეთი და ცხიმი - 31.6%-იანი ზრდა;

 

. პური და პურპროდუქტები - 19.4%-იანი ზრდა;

 

. რძე, ყველი და კვერცხი - 18.2%-იანი ზრდა;

 

. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 18%-იანი ზრდა;

 

. თევზეული - 16%-იანი ზრდა;

 

. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 13%-იანი ზრდა;

 

. ხორცი და ხორცის პროდუქტები - 11.2%-იანი ზრდა;

 

. ხილი და ყურძენი - 9.3%-იანი ზრდა;

 

. ყავა, ჩაი და კაკაო - 6.4%-იანი ზრდა.

 

. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6 პროცენტით, კომუნალური ხარჯები და სახლის მოვლა გაძვირდა 11.9 პროცენტით, ჯანმრთელობის დაცვა – 8.4 პროცენტით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6%-ით. ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია - 28.9%-იანი ზრდა;

სატრანსპორტო მომსახურების ფასი - 2.8%-იანი ზრდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში