ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელმა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო თანამდებობა დატოვა 

19 ნოემბერი 2021, 11:38 1790 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, თანამდებობა დატოვა ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელმა.

როსტომ ძნელაძემ განცხადება, სამსახურიდან წასვლის შესახებ. ორი დღის წინ დაწერა და მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილეს.

ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და მერიის მხრიდან რაიმე სახით ზეწოლას, მუქარას ან სხვა ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

როსტომ ძნელაძე მერიის შიდა აუდიტის სამსახურში 7 წლის გამავლობაში მუშაობდა და ბოლო პერიოდში რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების უფროსის პოზიცია ეკავა.

მერიაში მის წასვლას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ როსტომ ძნელაძემ სამსახური საკუთარი სურვილით დატოვა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში